eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია

გამოცხადდა კონკურსი ჟიული შარტავას სახელობის  სტიპენდიის მისაღებად
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აფხაზეთის თემატიკაზე
მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერებათა დარგში) განსაკუთრებული
მიღწევებითა და წარმატებით გამორჩეული სტუდენტისთვის
(ბაკალავრიატი/მაგისტრატურა). კონკურსში მონაწილეობის მისაღებად
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
 
1.1       პროფესორის 1 რეკომენდაცია;
1.2       პირადობის მოწმობის ასლი;
1.3       სტუდენტის სასწავლო ბარათი;
1.4       სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში
მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
1.5       სიგელები;
1.6       სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში;
1.7       ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ;

1.8 განცხადების ფორმა
 
საბუთები მიიღება 2026 წლის 15 ივლისიდან – 22 ივლისის 17 საათის ჩათვლით თსუ პირველი კორპუსის 208-ე ოთახში.


საკონტაქტო პირი: ეკატერინე ანდღულაძე

თარიღი: 16/07/2026